Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

                       დვასრულეთ  პორტფოლიოზე მუშაობა.  კიდევ  ერთხელ  გადავამოწმეთ  აქვს თუა არა მას საპრეზენტაციო სახე.  გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.  შემდეგ  გავაკეთეთ პრეზენტაციები.   გავაკეთეთ  ურთიერთშეფასება. შევავსეთ  სპეციალური ფორმები.
                       მადლობას  ვუხდი ნინოს, ნამდვილი  პროფესიონალია.  ტრენინგზე  ხალისით  მოვდიოდი, რადგან  იქ  დადებითი  და  სასიამოვნო  გარემო  მხვდებოდა.

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

                         მერვე დღეს  გავაკეთეთ  კვლევის ტესტი, ავტვირთეთ ჩვენ ბლოგზე. პორტფოლიო მოვამზადეთ  პრეზენტაციისთვის.  ვისწავლეთ სლაიდებზე ბმულების გაკეთება და  ეს ყველაფერი ტექნიკურადაც შევასრულეთ.                      

Saturday, December 7, 2013

                                                 მეშვიდე დღის რეფლექსია.
  მეშვიდე დღეს   განვიხილეთ   თუ  როგორ  დავეხმაროთ  სპეციალური  საჭიროების მოსწავლეებს.  ვისწავლეთ  გაჯეტების გაკეთება.

Sunday, December 1, 2013

                                               მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს  პროექტის შეფასების რუბრიკები გავაკეთეთ. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე.    მოვახდინეთ  ამ  ნაშრომების ურთიერთშეფასება. ვისწავლეთ ბლოგზე  ვიდეოს ატვირთვა და  ბლოგის დიზაინის გაკეთება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Saturday, November 30, 2013

                                               

                                                         მეხუთე  დღის რეფლექსია.



               მეხუთე დღე დაიწყო იმით, რომ  ნინო  გვესაუბრა  საავტორო  უფლებების  დაცვაზე. გაგვაცნო შაბლონი  და  ვისწავლეთ როგორ  შეგვეტანა  მასში  ის ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ჩვენ ვიცავთ საავტორო უფლებებს.
                შევქმენით, ჩვენი პროექტის  მიზნის შესაბამისად, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.